Posts

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

"ხელოვნებაა თავათ უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი...ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი."-კონსტანტინე გამსახურდია

იგი

"იგისგან სწორედ იგი დარჩა, რაც იგიში იგი იყო"-ჯემალ ქარჩხაძე

Spirit Bound

"Dreams, dreams. I walk them, I live them. I delude myself with them. It's a wonder I can spot reality anymore."- Richelle Mead

1Q84

"ოღონდ ეს მათი ღმერთი კი არა, ჩემია,- ხვდება აომამე. მე ის ჩემი სიცოცხლის ფასად მივიღე, როცა დავრჩი ნაწამები სხეულით, დაფლეთილი კანითა და დაძრობილი ფრჩხილებით, ოცნებების, იმედებისა და მოგონებების გარეშე. ჩემს ღმერთს სახე არ აქვს, არ დადის თეთრი ტანისამოსითა და გრძელი წვერით. მას არ აქვს წესები და დოგმები, არც წმინდა წერილები. ის არ აჯილდოებს და არ სჯის. არაფერს ჩუქნის და არაფერს ართმევს. არ გპირდება ცათა სასუფეველს და არ გაშინებს ჯოჯოხეთით. არ აქვს მნიშვნელობა, ცხელა თუ ცივა გარშემო- ის, უბრალოდ არის."- ჰარუკი მურაკამი

დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

" დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი."- კონსტანტინე გამსახურდია

In the Eye of the Storm

"When I stepped on land, I thought I was safe from drowning- I rasped- but when I look into your eyes, I'm not sure anymore."- Robert Thier

Wuthering Heights

" He's more myself than I am. Whatever our souls are made of, his and mine are the same."- Emily Bronte

ყვავების ექვსეული

"- ლანდი თავს გაართმევს. - ლანდი თექვსმეტი წლის გოგონაა, რომელიც ახლა უგონოდ წევს მაგიდაზე. შესაძლოა, ეს ღამეც ვერ გადაიტანოს. -გადაიტანს, - თქვა კაზმა და თვალებში რაღაც მძვინვარემ გაუელვა, მათიასმა იეჭვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბრეკერი გოგონას ქვესკნელიდანაც კი ამოათრევდა."- ლი ბარდუგო

Storm and Silence

"I would prefer a sword to fight duel, but a pen to plan a war."- Robert Thier

ქარწაღებულნი

"სკარლეტ, მე იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, რომლებსაც შეუძლიათ, მოთმინებით შეაგროვონ ნამსხვრევები და წებოთი გაამთელონ დამსხვრეული ნივთი. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ შეკეთებული ნივთი ისეთივე კარგია, როგორიც ახალი. რაც გატყდა, გატყდა...მირჩევნია, ისეთი მახსოვდეს, როგორიც ადრე იყო, ვიდრე მთელი ცხოვრება ვუყურო მასზე დარჩენილ ბზარებს..."- მარგარეტ მიჩელი

სიყვარულის ორმოცი წესი

"ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ კონტინენტზე. მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ... ...მაგრამ ეს მაინც მოხდა... ელამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რათა ამ ყველაფერს წინ აღდგომოდა, თუკი შესაძლებელია, სიყვარულს წინ აღუდგე."- ელიფ შაფაქი

წითელი დედოფალი

"სიმართლე ის არის, რასაც მე ვიტყვი. შემიძლია ცეცხლი შევუნთო სამყაროს და ვთქვა, რომ წვიმა მოდის."- ვიქტორია ავეიარდი

ჯერ კიდევ ელისი

"- არა, ჯონ, გეშლება, შენ არა, მე მიღებს ბოლოს. მე ვხდები უფრო და უფრო ცუდად, იმის მიუხედავად, შენ სახლში ხარ და მიყურებ, თუ შეშინებული, ლაბორატორიაში იმალები. მკარგავ. მეც ვკარგავ საკუთარ თავს. მაგრამ შემდეგ წელს თუ არ აიღებ შვებულებას, შენ იქნები პირველი, ვისაც დავკარგავთ. მე ალცჰაიმერი მაქვს. შენ რით იმართლებ თავს?"-  ლიზა ჯენოვა

ღირსება

"შვიდი წლის რომ ვიყავი, მწვანე სახლში ვცხოვრობდით. ერთი მეზობელი გვყავდა, ხელმარჯვე თერძი, რომელიც ცოლს ხშირად სცემდა. საღამოობით გვესმოდა ყვირილი, მოთქმა, გინება, დილით კი ცხოვრებას ისე ვაგრძელებდით, თითქოს არაფერი მომხდარა. მთელი სამეზობლო თავს იკატუნებდა, რომ ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა. ეს წიგნი ეძღვნება მათ, რომლებიც ხედავენ და ესმით."- ელიფ შაფაქი

ანტონიო და დავითი

"ღმერთს შეუძლია ერთი ბუნებიდან მეორეში გადავიდეს, მაგრამ არ შეუძლია ერთი ბუნების კანონი მეორეში წაიღოს, რადგან ამით სწორედ იმას დაარღვევდა, რაც თავისი ყოვლისშემძლეობის მეოხებით დაურღვეველი და აბსოლუტური შექმნა. არა, ბართოლომეო, ხორციელად დაბადებული ღმერთი ადამიანი უნდა იყოს, უკეთესი ადამიანთა შორის, მაგრამ მაინც ადამიანი. და იმ კანონებს უნდა დაემორჩილოს, რასაც მე და შენ ვემორჩილებით."- ჯემალ ქარჩხაძე

ყვავების ექვსეული

"ის ხომ ლანდი იყო, ერთადერთი კანონი, რომელიც მასზე მოქმედებდა, მიზიდულობა იყო და ხანდახან მასაც არ ემორჩილებოდა."- ლი ბარდუგო

ტრიუმფალური თაღი

"ყოველთვის ნასესხებ ენაზე ლაპარაკობდნენ. ახლა კი, პირველად, თავისდა შეუმჩნევლად, თავ-თავიანთ ენაზე ამეტყველდნენ. თითქოს დაიშალა სიტყვის ბარიერი და ერთიმეორისა უკეთ ესმოდათ, ვიდრე ოდესმე."- ერიხ მარია რემარკი

იგი

"როცა მარტო იყო იგი, მაშინ არ გრძნობდა მარტოობას. სხვებთან როცა იყო, მაშინ გრძნობდა."-ჯემალ ქარჩხაძე

სიყვარულის ორმოცი წესი

"ცხოვრებაში, რომლის სიგრძე ნახევარი ამოსუნთქვაა, არაფერი დაგეგმოთ სიყვარულის გარდა."-ელიფ შაფაქი

რომანტიკული ეგოისტი

"სულ ბოლო წამს, სანამ ყველაფერს მიწა ჩაყლაპავს, ვიღაცას ვიღაც შეუყვარდება და მსოფლიოც გადარჩება."- ფრედერიკ ბეგბედერი