სატახტოთა თამაში
"- შენ ბუშად ყოფნის რა გესმის. - ყველა ჯუჯა ბუშია მამამისის თვალში. - შენ დედამ კანონიერ ლანისტერად გშობა. - ჰოო? - დამცინავად მიუგო ჯუჯამ, - მიდი, ეგ ჩემს ლორდ მამას უთხარი. დედაჩემი ჩემი შობისას მოკვდა და ლორდი თავის მამობაში დიდად დარწმუნებული არასდროს ყოფილა. - მე ისიც არ ვიცი, ვინ იყო დედაჩემი, - თქვა ჯონმა. - ვინმე ქალი იქნებოდა, უეჭველად. უმრავლესობა ეგრეა ხოლმე,- უთხრა ჯუჯამ მწარე ღიმილით,- ეს დაიმახსოვრე, ბიჭი. თუ ყველა ჯუჯა ბუშია, ყველა ბუში როდია განწირული, ჯუჯა იყოს.- ამ სიტყვებით შებრუნდა და უკან, ნადიმზე გაემართა. კარი რომ გაიღო, შიგნიდან გადმოღვრილმა შუქმა მისი ჩრდილი მთელ ეზოში გაჭიმა, და წუთით ტირიონ ლანისტერი მეფესავით ახოვანი ჩანდა."-ჯორჯ რ. რ. მარტინი