Posts

Showing posts from May, 2018

და ვინჩის კოდი

"  მარტო დარჩენილმა ჟაკ სონიერმა თავისი მზერა ისევ რკინის ჭიშკარს მიაპყრო. იგი მახეში იყო მომწყვდეული. ყველაზე ადრე, ოცი წუთის შემდეგ ხელახლა გაიღება. სანამ ვინმე იპოვის, უკვე მკვდარი იქნება. სწორედ ამიტომ შიში, რომელმაც იგი ახლა შეიპყრო, უფრო დიდი იყო, ვიდრე საკუთარი სიკვდილით გამოწვეული შიში.     საიდუმლო უნდა გადავცე.     ბარბაცით შეეცადა ფეხზე წამოდგომას. თვალწინ სამი მოკლული ძმა ედგა. ფიქრებით გადასწვდა წინა თაობებს... მათთვის განდობილ მისიას.      ცოდნის უწყვეტი ჯაჭვი.     ყოველგვარი გაფრთხილების მიუხედავად... აღმოჩნდა, რომ ახლა ჟაკ სონიერი იყო ამ ჯაჭვის ერთადერთი გადარჩენილი რგოლი - ოდესმე არსებულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოს მარტოსული მცველი.     ცახცახით წამოდგა ფეხზე.     გამოსავალი უნდა ვიპოვო...   თვითონ მახეში იყო გამომწყვდეული დიდი გალერეის შიგნით. დედამიწაზე კი ერთადერთი ადამიანი არსებობდა, ვისთვისაც შეიძლებოდა ცოდნის ჩირაღდნის გადაცემა. სონიერმა ყურადღებით მოათვალიერა თავისი...

სატახტოთა თამაში

 "ახლა უკვე იცი, ჩასჩურჩულა ყვავმა, მხარზე რომ ჩამოსჯდომოდა. ახლა უკვე იცი, რატომ გევალება, იცოცხლო. - რატომ?- ჰკითხა ბრანმა, ვერაფერი გაეგო, ვარდებოდა, ვარდებოდა.    იმიტომ, რომ ზამთარი მოდის.   ბრანმა მხარზე შემომჯდარ ყვავს შეხედა და ყვავიც მას ჩააცქერდა. ფრინველს სამი თვალი ჰქონდა და ეს მესამე თვალი საზარელი ცოდნით იყო სავსე. ბრანმა დაბლა ჩაიხედა. ახლა მის ქვეშ აღარაფერი იყო თოვლის, თოშისა და სიკვდილის მეტი, მის ქვეშ დამზრალი, უსიცოცხლო მიწა მოჩანდა, სადაც ცისფერ-თეთრი, დაკბილული ყინულის წვეტები მასთან შეხვედრას მოელოდნენ. შუბების დარად მოქროდნენ მისკენ. ბრანმა მათ წვერებზე დაცემული ათასობით სხვა მესიზმრის ძვლები დაინახა. გაუსაძლისი შიში იპყრობდა. - შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია?- სუსტ, შორეულ ხმად ჩაესმა საკუთარი სიტყვები. და მამის ხმამ უპასუხა: -  მხოლოდ მაგ დროს შეიძლება, კაცი მამაცი იყოს.    ახლა, ბრან, დაბეჯითებით უთხრა ყვავმა, აირჩიე. იფრინე ან მოკვდი.    სიკვდილმა წივილით გაიწვდინა მისკენ ხელები.  ...