და ვინჩის კოდი
" მარტო დარჩენილმა ჟაკ სონიერმა თავისი მზერა ისევ რკინის ჭიშკარს მიაპყრო. იგი მახეში იყო მომწყვდეული. ყველაზე ადრე, ოცი წუთის შემდეგ ხელახლა გაიღება. სანამ ვინმე იპოვის, უკვე მკვდარი იქნება. სწორედ ამიტომ შიში, რომელმაც იგი ახლა შეიპყრო, უფრო დიდი იყო, ვიდრე საკუთარი სიკვდილით გამოწვეული შიში.
საიდუმლო უნდა გადავცე.
ბარბაცით შეეცადა ფეხზე წამოდგომას. თვალწინ სამი მოკლული ძმა ედგა. ფიქრებით გადასწვდა წინა თაობებს... მათთვის განდობილ მისიას.
ცოდნის უწყვეტი ჯაჭვი.
ყოველგვარი გაფრთხილების მიუხედავად... აღმოჩნდა, რომ ახლა ჟაკ სონიერი იყო ამ ჯაჭვის ერთადერთი გადარჩენილი რგოლი - ოდესმე არსებულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოს მარტოსული მცველი.
ცახცახით წამოდგა ფეხზე.
გამოსავალი უნდა ვიპოვო...
თვითონ მახეში იყო გამომწყვდეული დიდი გალერეის შიგნით. დედამიწაზე კი ერთადერთი ადამიანი არსებობდა, ვისთვისაც შეიძლებოდა ცოდნის ჩირაღდნის გადაცემა. სონიერმა ყურადღებით მოათვალიერა თავისი მდიდრული საპყრობილის კედლები. მსოფლიოს ცნობილი ტილოები თითქოს ძველი მეგობრებივით უცინოდნენ.
სონიერი ტკივილისგან იჭმუხნებოდა, მაგრამ მაინც შეძლო ძალ-ღონის მოკრება. იცოდა, რომ გასაკეთებელ საქმეს მთელი მისი დარჩენილი სიცოცხლე დასჭირდებოდა."-დენ ბრაუნი
Comments
Post a Comment