ჯეინ ეარი
"- მე გამოვაწყობ ჩემს ჯეინს სტავრასა და მაქმანში, ვარდებს ჩავაწნავ თმაში, თავზე კი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, უძვირფასეს თავსაბურს დავახურავ. - მაშინ ვეღარც კი მიცნობთ, სერ, მე უკვე თქვენი ჯეინ ეარი კი აღარ ვიქნები, არამედ გადავიქცევი მაიმუნად - ხუმარას სამოსელში, ყვავად - ფარშავანგის ბუმბულში. ჩემთვის ისევე ძნელია წარმოვიდგინო თავი სასახლის სეფექალის ტანსაცმელში, როგორც თქვენ, მისტერ როჩესტერ, ბრწყინვალე თეატრალურ სამოსელში. მე, მაგალითად, თქვენ არ გთვლით ლამაზ მამაკაცად, სერ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხართ. იმდენად ძლიერ მიყვარხართ, რომ მაცდურობა არ ძალმიძს თქვენ წინაშე და გთხოვთ, ნურც თქვენ შეეცდებით ამას."-შარლოტა ბრონტე