ტიტანის წყევლა

" - წადი! - დამიყვირა მან. - მძულხარ! ნეტავ მოკვდებოდე!- საფეხურებზე ჩაირბინა და ტყისკენ გაიქცა. მიწას მე არ ჩავუყლაპივარ, მაგრამ დადევნება რომ დავაპირე, მოყინულ საფეხურებზე გამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. როცა ავდექი და ძირს დავიხედე, შევამჩნიე, რაზეც გამიცურდა ფეხი.
   ნაგავსაყრელში ნაპოვნი სტატუეტი ავიღე. ეს დის საჩუქარი იყო ნიკოსთვის. მხოლოდ ამ ღმერთის ფიგურა აკლიაო, მითხრა ბიანკამ.
   სტატუეტს დავხედე და შიშმა შემიპყრო, რადგან სახე მეცნო. ეს ღმერთი წინათაც მენახა.
   ჰადესი იყო, მკვდართა მეუფე"-რიკ რიორდანი


Comments