შუშის ტახტი
"სულ თოთხმეტი მცველი, და კაპიტანი. შავ უნიფორმებზე ოქროსფერი სამეფო ემბლემა ჰქონდათ ამოქარგული. ესენი მეფის ოჯახის პირადი მცველები იყვნენ: ულმობელი, სწრაფი ჯარისკაცები, რომლებსაც ბავშვობიდან წრთვნიდნენ, რათა დაეცვათ და დაეხოცათ. სელენამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა. თავბრუ ეხვეოდა და მთელ სხეულში სიმძიმეს გრძნობდა. დარბაზს თვალი მოავლო და წითელი ხისგან დამზადებულ მდიდრულ ტახტზე ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი დაინახა. ოთახში მყოფებმა მუხლი მოიყარეს და სელენას თითქოს გული გაუჩერდა.
ის ადარლანის ტახტის მემკვიდრის წინ იდგა."-სარა ჯ. მაასი
love this momenttt love this couple <3
ReplyDelete