სიყვარულისა და სიკვდილის თამაში

"სიკვდილმა ბავშვს ყურში ჩასჩურჩულა:
- ოდესმე ყველა, ვინც გეყვარება, მოკვდება. ყველაფერი, რაც გეყვარება, დაინგრევა. ეს არის სიყვარულის საფასური. ეს არის ერთადერთი დასასრული, რითაც ყველა, ყოველი, თითოეული ამბავი, თითოეული ისტორია სრულდება.
  სიკვდილის სიტყვებმა ბავშვის კანზე გაიელვეს და შემდეგ ისე გაქრნენ, თითქოს იქ არც არასოდეს ყოფილან.
  სიკვდილმა ბავშვი დასვა, მეორე ხელთათმანიც გაიძრო და ისიც ძირს დააგდო. მოგვიანებით, ხელთათმანები ბავშვის ბებიამ იპოვა, თუმცა მოხუც ქალს განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია უცხო ნივთისთვის. იფიქრა, რომ ეს ხელთათმანები თავისი იყო და მათი არსებობა აღარ ახსოვდა. ხელთათმანები ერთადერთი რამ გახლდათ, რისი მიცემაც სიკვდილს შეეძლო ბავშვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულთა განმავლობაში სიკვდილს უამრავი ვინმე წაეყვანა და მომდევნო ათასწლეულებში გაცილებით მეტს წაიღებდა."-მართა ბროკენბრო


Comments