ურჩხულების ზღვა
" თვალები ლურჯი ჰქონდა, გასაოცრად ლურჯი.
გოგონამ გაკვირვებულმა და თვალებდაჭყეტილმა შემომხედა.
- ვინ...
- მე პერსი ვარ, - ვუთხარი, - ნუ გეშინია.
- უცნაური სიზმარი...
- აქ საფრთხე არ გემუქრება.
- მოვკვდი.
- არა, - დავამშვიდე მე, - კარგად ხარ. რა გქვია?
და უცებ მივხვდი, ვინც იყო.
სანამ გოგონა ლურჯი თვალებით მომშტერებოდა, გავიაზრე, ვის რად დასჭირდა ხის მოწამვლა და ოქროს საწმისი. კრონოსმა კიდევ ერთი ჭადრაკის ფიგურა ჩართო თამაშში - კიდევ ერთი შანსი მიიღო წინასწარმეტყველების სამართავად.
წესით, ქირონი, ანაბეთი და გროუვერი ახლა გახარებულები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ თვით ისინიც დაებნია მომხდარს, რადგან ვერავინ იტყოდა, რას მოგვიტანდა ეს სამომავლოდ. მკლავები მქონდა შემოხვეული შერეულსისხლიანისთვის, რომელიც ან ჩემი საუკეთესო მეგობარი უნდა გამხდარიყო, ან დაუძინებელი მტერი.
- მე თალია ვარ, - მიპასუხა გოგონამ, - ზევსის ასული."-რიკ რიორდანი
Comments
Post a Comment