ლურჯის ძიება

"- ვიცი, რომ ქმარი ვერ გეყოლება შენი კოჭლობის გამო, -უთხრა ხმადაბლა, მობოდიშების კილოთი.
 -ეგ არაფერია,-გაამხნევა კირამ.
მატმა ძლიერად მოქაჩა სახელოზე:
- მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ის სხვა ადამიანები, აი, ის, დამტვრეულები, ისინი ქორწინდებიან ხოლმე. იქ მე ვნახე ერთი ბიჭი, ორმარცვლიანი, არც დამტვრეულია და არაფერი, დაახლოებით შენხელა. ნიძლავს ჩამოვდივარ, რომ შეგეძლო, ცოლად გაყოლოდი იმას და საზეიმო ხმით დაამატა, - თუ გინდა.
  კირამ გულში ჩაიკრა.
- გმადლობ, მატ, - უპასუხა ჩურჩულით,- არ მინდა.
- საოცრად ლურჯი თვალები აქვს,- თქვა მატმა განსაკუთრებული ინტონაციით, თითქოს ეს შეიძლებოდა, გადამწყვეტი ყოფილიყო."-ლუის ლოური




Comments

Post a Comment