ვამპირების აკადემია
"-როუზ, - მითხრა ჩუმად, - არ გინდა.
თავიდან მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ თანდათან დავწყნარდი და ჩვენი შინაგანი კავშირის წყალობით გონება დამიმშვიდდა. ეს ჰიპნოზი არ იყო - ლისა ასე არასოდეს მომექცეოდა - უბრალოდ, დროულად შემაჩერა, რადგან ისედაც უიმედო უმცირესობაში ვიყავით და ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. დაძაბულობა მომეხსნა და დამარცხებული მოვდუნდი.
ჩემი დამშვიდება იგრძნო თუ არა, კაცმა ნაბიჯი გადმოდგა და ყურადღება ლისაზე გადაიტანა. მშვიდი სახე ჰქონდა. ლისას თავი დაუკრა და სიმაღლის მიუხედავად, ეს საკმაოდ გრაციოზულად გამოუვიდა.
- მე დიმიტრი ბელიკოვი ვარ,- თავი წარუდგინა. მსუბუქი რუსული აქცენტი შევატყვე,- მოვედი, რომ წმინდა ვლადიმირის აკადემიაში დაგაბრუნოთ, პრინცესა."-რიშელ მიდი
Comments
Post a Comment