დასაბამი
"ჯაელ, ისინი კოსმოსურ ხომალდებს იმპერიისაგან იღებენ. ბრიყვივით პირს ნუ დააღებთ. დიახ, მე ვთქვი იმპერიისგან! ის კვლავაც არსებობს. აქ, პერიფერიაში, მას ბოლო მოეღო, მაგრამ იქ, გალაქტიკის ცენტრში, დიახაც, ცოცხალია და საღ-სალამათი. ჩვენი ერთი არასწორი ნაბიჯი და კისერზე დაგვაჯდება. სწორედ ამიტომ უნდა ვიყო მერი და უზენაესი ქურუმი ერთდროულად. მხოლოდ მე ვიცი, როგორ უნდა ვძლიოთ ამ კრიზისს.
ჯაელმა ნერწყვი გადაყლაპა.
- როგორ? რა უნდა გავაკეთოთ?
-არაფერი.
ჯაელმა ალმაცერად გაიღიმა.
-ნუთუ? ეს როგორ?
მელოუს პასუხი ერთობ კატეგორიული იყო.
-როდესაც "დასაბამის" მმართველი გავხდები, არაფერს გავაკეთებ. ასი პროცენტით არაფერს და სწორედ ესაა ამ კრიზისის საიდუმლოება."-აიზეკ აზიმოვი
love it <3
ReplyDelete