გამღები
"-მამა, დედა, - ფრთხილად დაიწყო ჯონასმა ვახშმის შემდეგ, - რაღაც მინდა გკითხოთ.
-რაო, ჯონას? -ჰკითხა მამამ.
შეცბუნებისაგან სახეალეწილი სიტყვების წარმოსათქმელად მოემზადა. მთელ გზაზე ფლიგელიდან შინისაკენ ამ სიტყვებს იმეორებდა, მაგრამ ახლა მაინც ძლივს ამოთქვა:
- მე გიყვარვართ?
ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. მერე მამამ ჩაიცინა:
- ამას შენ ამბობ, ჯონას? გეთაყვა, გთხოვ, სიტყვა ზუსტად შეარჩიე!
- რას გულისხმობ?- ჰკითხა ჯონასმა, რომელიც ასეთ პასუხს არ ელოდა.
- მამაშენი გულისხმობს, რომ შენ გამოიყენე ძალზე განზოგადებული სიტყვა, მეტისმეტად უაზრო, თითქმის უკვე არქაული,- დელიკატურად აუხსნა დედამ.
ჯონასი მშობლებს მიაშტერდა: უაზრო? აქამდე ამ ხსოვნასავით აზრიანი არასოდეს არაფერი უგრძნია.
- და, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება ვერ იარსებებს, როგორც საჭიროა, თუ ადამიანები მართებულად არ იმეტყველებენ. შეგეძლო გეკითხა: "შემხარით?" პასუხია "დიახ",- თქვა დედამ.
- ან: "გეამაყებათ თუ არა ჩემი მიღწევები?" და ჩვენ გულწრფელად გიპასუხებდით: "დიახ",- დაუმატა მამამ.
- ახლა გესმის, რატომ არის შეუფერებელი სიტყვა "სიყვარულის" გამოყენება?- ჰკითხა დედამ.
ჯონასმა თავი დაუქნია და დინჯად უპასუხა:
-კი, მესმის, გმადლობ.
ეს იყო მშობლებისთვის ნათქვამი პირველი ტყუილი."-ლუის ლოური
<3 <3 love this book <3
ReplyDelete