არ ილაპარაკო
" - შენ ვინ ხარ?
ბიჭმა პირი იბრუნა და წავიდა. ჩონსის სურდა გაჰყოლოდა, მაგრამ ფეხი ვერ დაძრა. ამ დროს ძირს დაჩოქილმა ბიჭის შიშველ ზურგზე ორი გრძივი იარა შეამჩნია, რომლებიც ბოლოსკენ ერთდებოდა და V-ს ფორმას იღებდა.
-ეს შენ ხარ, დაცემული!- აღმოხდა ჰერცოგს.- ფრთები მოგაჭრეს, ხომ ასეა?
ბიჭი თუ ანგელოზი, უკან აღარ მობრუნებულა. თუმცა ჩონსის აღარც სჭირდებოდა მისი დასტური.
-და სამსახური!- იყვირა მან,- რომელსაც შევასრულებ... მინდა ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო!
პასუხად ბიჭის სიცილი გაისმა."-ბეკა ფიცპატრიკი
პაჩი-my ideal type .... owww
ReplyDelete<3 <3 <3