სუსხი

 "- უნდა წავიდე,- ცრემლებმა ხმა დამიმძიმა,- გამაგებინე, როდის გინდა ვარჯიშის დაწყება. და გმადლობ... საუბრისთვის.
  მივბრუნდი და უცებ მომესმა მისი მკვეთრად ნათქვამი: - არა.
  უკან მივიხედე:  - რა თქვი?
  თვალი თვალში გამიყარა და ჩვენ შორის რაღაც თბილი, არაჩვეულებრივი და ძლიერი გრძნობით დაიმუხტა ჰაერი.
  - არა, - გაიმეორა, - ტაშას არ დავთანხმდი.
  - მე...- პირი დავმუწე, სანამ ყბა იატაკამდე ჩამომივარდებოდა, - კი მაგრამ...რატომ? შენს ცხოვრებაში ერთადერთი შანსი იყო. შვილი გეყოლებოდა. და ის ...ისიც...ხომ იცი, მოსწონდი...
  სახეზე ღიმილის აჩრდილმა გადაურბინა: - ჰო, ასე იყო. ასეა. ამიტომაც ვუთხარი უარი. მე ვერ მივცემდი იმას, რაც მას სურდა, როცა... - რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა, - როცა ჩემი გული სხვას ეკუთვნის."
რიშელ მიდი

Comments