მეხის ქურდი

 "- დაჭრილი ხარ, - მითხრა ანაბეთმა, - სწრაფად, წყალში ჩადი, პერსი.
  - კარგად ვარ.
  - არა, არ ხარ, - თქვა ანაბეთმა. - ქირონ, შეხედეთ!
  შეკამათების თავი არ მქონდა. ნაკადულში ჩავაბიჯე. მთელი ბანაკი გარს შემომერტყა.
  იმ წამსვე უკეთ ვიგრძენი თავი. ვიგრძენი, როგორ შემიხორცდა მკერდზე ჭრილობები. რამდენიმე ბავშვს გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა.
  - მისმინეთ, არ ვიცი, ეს რატომ ხდება, - მოვუბოდიშე მათ, - მაპატიეთ...
  თურმე ჩემს შეხორცებულ ჭრილობებს სულაც არ უყურებდნენ.
  ბავშვები ჩემ თავზემოთ რაღაცას მიშტერებოდნენ.
  - პერსი, - ზევით მიმითითა ანაბეთმა,- შეხედე...
   როცა ზევით ავიხედე, სიმბოლო უკვე ქრებოდა, მაგრამ მწვანე, მბრუნავი ჰოლოგრამა მაინც გავარჩიე. ეს სამწვეტიანი შუბი იყო: სამკაპი.
  - ეს ცუდია, - ჩაიბუტბუტა ანაბეთმა, - მამაშენი...
  - ამოცნობილია, - გამოაცხადა ქირონმა.
  ყველამ დამიჩოქა, თვით არესის ბავშვებმაც უხალისოდ მოიყარეს მუხლი ჩემ წინაშე.
  - მამაჩემი? - დაბნეულმა ვიკითხე.
  - მამაშენი პოსეიდონია, - მითხრა ქირონმა. - "მიწისმრყეველი" , "ქართწარმომშობი" და "მამა ცხენებისა". დიდება პერსევს ჯექსონს, ზღვის ღმერთის ძეს."-რიკ რიორდანი



Comments