აჩრდილის ამბორი

" - მშვიდობით,- ვუთხარი მას, - მადლობა დახმარებისთვის... მე... მომენატრები.
   მისი გამოსახულება სულ უფრო გაფერმკრთალდა, გვერდით ჩავლისას მის სახეზე ღიმილი შევნიშნე, ის ეშმაკური და ხალისიანი ღიმილი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. მისი სიკვდილის შემდეგ პირველად, მეისონზე ფიქრი აღარ მთრგუნავდა. მომენატრებოდა, მაგრამ ვიცოდი, უკეთეს სამყაროში მიდიოდა, გაცილებით უკეთეს ადგილას. დანაშაულის გრძნობა აღარ მტანჯავდა.
   შევბრუნდი და ჩემ წინ გადაშლილ გზას გავხედე. ამოვიოხრე. ამ მოგზაურობას შეიძლება იმაზე მეტი დრო წაეღო, ვიდრე ვგეგმავდი.
  - მაშინ, გზას გაუდექი, როუზ,- შევუძახე თავს.
  გზას დავადექი. იმისთვის მივემგზავრებოდი, რომ საყვარელი მამაკაცი მომეკლა."-რიშელ მიდი


Comments