უკანასკნელი ოლიმპოელი

" უეცრად პავილიონი ელექტროფარნების შუქმა გაანათა. კლარისის მეთაურობით გარს შერეულსისხლიანები შემოგვეხვივნენ, მე და ანაბეთი აგვიტაცეს და მხრებზე მოგვიდეს.
  - კარგი რა! - გავაპროტესტე,- ხალხს განმარტოებას არ აცლით?
  - ჩვენს გუგულებს გაგრილება არ აწყენთ!- მხიარულად თქვა კლარისმა.
  - სანიჩბოსნო ტბისკენ! - შეჰყვირა კონორ სთოლმა.
  ყიჟინით ჩაგვარბენინეს დაღმართზე. ანაბეთი იცინოდა. მეც სიცილი ამიტყდა, მიუხედავად იმისა, რომ სახე ერთიანად აწითლებული მქონდა.
  წყალში რომ ჩაგვაგდეს, მხოლოდ მაშინ გავუშვით ერთმანეთს ხელები.
  ბოლოს მაინც მე გავიცინე. ტბის ფსკერზე ჰაერის ბუშტი გავბერე. ჩვენი მეგობრები იცდიდნენ, როდის ამოვყვინთავდით, მაგრამ იცით რა, თუ პოსეიდონის ძე ხარ, არსად გეჩქარება.
  დამიჯერეთ, ეს იყო ყველა დროის საუკეთესო წყალქვეშა კოცნა."-რიკ რიორდანი


Comments

Post a Comment