Posts

Showing posts from 2018

და ვინჩის კოდი

"  მარტო დარჩენილმა ჟაკ სონიერმა თავისი მზერა ისევ რკინის ჭიშკარს მიაპყრო. იგი მახეში იყო მომწყვდეული. ყველაზე ადრე, ოცი წუთის შემდეგ ხელახლა გაიღება. სანამ ვინმე იპოვის, უკვე მკვდარი იქნება. სწორედ ამიტომ შიში, რომელმაც იგი ახლა შეიპყრო, უფრო დიდი იყო, ვიდრე საკუთარი სიკვდილით გამოწვეული შიში.     საიდუმლო უნდა გადავცე.     ბარბაცით შეეცადა ფეხზე წამოდგომას. თვალწინ სამი მოკლული ძმა ედგა. ფიქრებით გადასწვდა წინა თაობებს... მათთვის განდობილ მისიას.      ცოდნის უწყვეტი ჯაჭვი.     ყოველგვარი გაფრთხილების მიუხედავად... აღმოჩნდა, რომ ახლა ჟაკ სონიერი იყო ამ ჯაჭვის ერთადერთი გადარჩენილი რგოლი - ოდესმე არსებულთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოს მარტოსული მცველი.     ცახცახით წამოდგა ფეხზე.     გამოსავალი უნდა ვიპოვო...   თვითონ მახეში იყო გამომწყვდეული დიდი გალერეის შიგნით. დედამიწაზე კი ერთადერთი ადამიანი არსებობდა, ვისთვისაც შეიძლებოდა ცოდნის ჩირაღდნის გადაცემა. სონიერმა ყურადღებით მოათვალიერა თავისი...

სატახტოთა თამაში

 "ახლა უკვე იცი, ჩასჩურჩულა ყვავმა, მხარზე რომ ჩამოსჯდომოდა. ახლა უკვე იცი, რატომ გევალება, იცოცხლო. - რატომ?- ჰკითხა ბრანმა, ვერაფერი გაეგო, ვარდებოდა, ვარდებოდა.    იმიტომ, რომ ზამთარი მოდის.   ბრანმა მხარზე შემომჯდარ ყვავს შეხედა და ყვავიც მას ჩააცქერდა. ფრინველს სამი თვალი ჰქონდა და ეს მესამე თვალი საზარელი ცოდნით იყო სავსე. ბრანმა დაბლა ჩაიხედა. ახლა მის ქვეშ აღარაფერი იყო თოვლის, თოშისა და სიკვდილის მეტი, მის ქვეშ დამზრალი, უსიცოცხლო მიწა მოჩანდა, სადაც ცისფერ-თეთრი, დაკბილული ყინულის წვეტები მასთან შეხვედრას მოელოდნენ. შუბების დარად მოქროდნენ მისკენ. ბრანმა მათ წვერებზე დაცემული ათასობით სხვა მესიზმრის ძვლები დაინახა. გაუსაძლისი შიში იპყრობდა. - შეიძლება, კაცი მამაცი იყოს, თუ ეშინია?- სუსტ, შორეულ ხმად ჩაესმა საკუთარი სიტყვები. და მამის ხმამ უპასუხა: -  მხოლოდ მაგ დროს შეიძლება, კაცი მამაცი იყოს.    ახლა, ბრან, დაბეჯითებით უთხრა ყვავმა, აირჩიე. იფრინე ან მოკვდი.    სიკვდილმა წივილით გაიწვდინა მისკენ ხელები.  ...

სატახტოთა თამაში

"- შენ ბუშად ყოფნის რა გესმის.   - ყველა ჯუჯა ბუშია მამამისის თვალში.   - შენ დედამ კანონიერ ლანისტერად გშობა.   - ჰოო? - დამცინავად მიუგო ჯუჯამ, - მიდი, ეგ ჩემს ლორდ მამას უთხარი. დედაჩემი ჩემი შობისას მოკვდა და ლორდი თავის მამობაში დიდად დარწმუნებული არასდროს ყოფილა.   - მე ისიც არ ვიცი, ვინ იყო დედაჩემი, - თქვა ჯონმა.   - ვინმე ქალი იქნებოდა, უეჭველად. უმრავლესობა ეგრეა ხოლმე,- უთხრა ჯუჯამ მწარე ღიმილით,- ეს დაიმახსოვრე, ბიჭი. თუ ყველა ჯუჯა ბუშია, ყველა ბუში როდია განწირული, ჯუჯა იყოს.- ამ სიტყვებით შებრუნდა და უკან, ნადიმზე გაემართა. კარი რომ გაიღო, შიგნიდან გადმოღვრილმა შუქმა მისი ჩრდილი მთელ ეზოში გაჭიმა, და წუთით ტირიონ ლანისტერი მეფესავით ახოვანი ჩანდა."-ჯორჯ რ. რ. მარტინი

ჯეინ ეარი

"- მე გამოვაწყობ ჩემს ჯეინს სტავრასა და მაქმანში, ვარდებს ჩავაწნავ თმაში, თავზე კი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, უძვირფასეს თავსაბურს დავახურავ.  - მაშინ ვეღარც კი მიცნობთ, სერ, მე უკვე თქვენი ჯეინ ეარი კი აღარ ვიქნები, არამედ გადავიქცევი მაიმუნად - ხუმარას სამოსელში, ყვავად - ფარშავანგის ბუმბულში. ჩემთვის ისევე ძნელია წარმოვიდგინო თავი სასახლის სეფექალის ტანსაცმელში, როგორც თქვენ, მისტერ როჩესტერ, ბრწყინვალე თეატრალურ სამოსელში. მე, მაგალითად, თქვენ არ გთვლით ლამაზ მამაკაცად, სერ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხართ. იმდენად ძლიერ მიყვარხართ, რომ მაცდურობა არ ძალმიძს თქვენ წინაშე და გთხოვთ, ნურც თქვენ შეეცდებით ამას."-შარლოტა ბრონტე

უკანასკნელი ოლიმპოელი

" უეცრად პავილიონი ელექტროფარნების შუქმა გაანათა. კლარისის მეთაურობით გარს შერეულსისხლიანები შემოგვეხვივნენ, მე და ანაბეთი აგვიტაცეს და მხრებზე მოგვიდეს.   - კარგი რა! - გავაპროტესტე,- ხალხს განმარტოებას არ აცლით?   - ჩვენს გუგულებს გაგრილება არ აწყენთ!- მხიარულად თქვა კლარისმა.   - სანიჩბოსნო ტბისკენ! - შეჰყვირა კონორ სთოლმა.   ყიჟინით ჩაგვარბენინეს დაღმართზე. ანაბეთი იცინოდა. მეც სიცილი ამიტყდა, მიუხედავად იმისა, რომ სახე ერთიანად აწითლებული მქონდა.   წყალში რომ ჩაგვაგდეს, მხოლოდ მაშინ გავუშვით ერთმანეთს ხელები.   ბოლოს მაინც მე გავიცინე. ტბის ფსკერზე ჰაერის ბუშტი გავბერე. ჩვენი მეგობრები იცდიდნენ, როდის ამოვყვინთავდით, მაგრამ იცით რა, თუ პოსეიდონის ძე ხარ, არსად გეჩქარება.   დამიჯერეთ, ეს იყო ყველა დროის საუკეთესო წყალქვეშა კოცნა."-რიკ რიორდანი

ლაბირინთის ბრძოლა

" კართან მამაჩემი იდგა. როგორც ყოველთვის, ხაკის შორტი, ჭრელი პერანგი და სანდლები ეცვა. შავი წვერი მოკლედ შეეკრიჭა. მწვანე თვალები უბრწყინავდა. სატყუარებით მორთული გაცვეთილი კეპი ეხურა. კეპზე ეწერა: ნეპტუნის იღბლიანი სათევზაო ქუდი.   - პოს... - დედაჩემმა დროულად დააჭირა ენას კბილები. თავით ფეხებამდე გაწითლდა.   - გამარჯობა, სალი, - მიესალმა პოსეიდონი.- ძველებურად მშვენივრად გამოიყურები. შეიძლება შემოვიდე?   დედაჩემმა გაურკვევლად დაიწრიპინა "კი" თუ "ვაი". პოსეიდონმა ეს თანხმობად მიიღო და შემოვიდა.   პოლი დაბნეული აცეცებდა თვალებს და ჩემი და დედაჩემის გამომეტყველების წაკითხვას ამაოდ ცდილობდა. ბოლოს წინ გააბიჯა.   - გამარჯობა, მე პოლ თორბლი ვარ.   პოსეიდონმა ხელის ჩამორთმევისას წარბები შეჭმუხნა.   - დორბლიო, მითხარით?   - აჰ, არა, თორბლი.   - გასაგებია,- თქვა პოსეიდონმა. - გამარჯობა, მე პოსეიდონი ვარ.   - პოსეიდონი? რა საინტერესო სახელია.   - დიახ, ძალიან მომწონს. სხვა სახელებითაც მიცნობენ, მაგრამ ყველას პოსეიდონ...

ტიტანის წყევლა

" - წადი! - დამიყვირა მან. - მძულხარ! ნეტავ მოკვდებოდე!- საფეხურებზე ჩაირბინა და ტყისკენ გაიქცა. მიწას მე არ ჩავუყლაპივარ, მაგრამ დადევნება რომ დავაპირე, მოყინულ საფეხურებზე გამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. როცა ავდექი და ძირს დავიხედე, შევამჩნიე, რაზეც გამიცურდა ფეხი.    ნაგავსაყრელში ნაპოვნი სტატუეტი ავიღე. ეს დის საჩუქარი იყო ნიკოსთვის. მხოლოდ ამ ღმერთის ფიგურა აკლიაო, მითხრა ბიანკამ.    სტატუეტს დავხედე და შიშმა შემიპყრო, რადგან სახე მეცნო. ეს ღმერთი წინათაც მენახა.    ჰადესი იყო, მკვდართა მეუფე"-რიკ რიორდანი

ურჩხულების ზღვა

" თვალები ლურჯი ჰქონდა, გასაოცრად ლურჯი.   გოგონამ გაკვირვებულმა და თვალებდაჭყეტილმა შემომხედა.  - ვინ...  - მე პერსი ვარ, - ვუთხარი, - ნუ გეშინია.  - უცნაური სიზმარი...  - აქ საფრთხე არ გემუქრება.  - მოვკვდი.  - არა, - დავამშვიდე მე, - კარგად ხარ. რა გქვია? და უცებ მივხვდი, ვინც იყო.   სანამ გოგონა ლურჯი თვალებით მომშტერებოდა, გავიაზრე, ვის რად დასჭირდა ხის მოწამვლა და ოქროს საწმისი. კრონოსმა კიდევ ერთი ჭადრაკის ფიგურა ჩართო თამაშში - კიდევ ერთი შანსი მიიღო წინასწარმეტყველების სამართავად.   წესით, ქირონი, ანაბეთი და გროუვერი ახლა გახარებულები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ თვით ისინიც დაებნია მომხდარს, რადგან ვერავინ იტყოდა, რას მოგვიტანდა ეს სამომავლოდ. მკლავები მქონდა შემოხვეული შერეულსისხლიანისთვის, რომელიც ან ჩემი საუკეთესო მეგობარი უნდა გამხდარიყო, ან დაუძინებელი მტერი.  - მე თალია ვარ, - მიპასუხა გოგონამ, - ზევსის ასული."-რიკ რიორდანი

მეხის ქურდი

 "- დაჭრილი ხარ, - მითხრა ანაბეთმა, - სწრაფად, წყალში ჩადი, პერსი.   - კარგად ვარ.   - არა, არ ხარ, - თქვა ანაბეთმა. - ქირონ, შეხედეთ!   შეკამათების თავი არ მქონდა. ნაკადულში ჩავაბიჯე. მთელი ბანაკი გარს შემომერტყა.   იმ წამსვე უკეთ ვიგრძენი თავი. ვიგრძენი, როგორ შემიხორცდა მკერდზე ჭრილობები. რამდენიმე ბავშვს გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდა.   - მისმინეთ, არ ვიცი, ეს რატომ ხდება, - მოვუბოდიშე მათ, - მაპატიეთ...   თურმე ჩემს შეხორცებულ ჭრილობებს სულაც არ უყურებდნენ.   ბავშვები ჩემ თავზემოთ რაღაცას მიშტერებოდნენ.   - პერსი, - ზევით მიმითითა ანაბეთმა,- შეხედე...    როცა ზევით ავიხედე, სიმბოლო უკვე ქრებოდა, მაგრამ მწვანე, მბრუნავი ჰოლოგრამა მაინც გავარჩიე. ეს სამწვეტიანი შუბი იყო: სამკაპი.   - ეს ცუდია, - ჩაიბუტბუტა ანაბეთმა, - მამაშენი...   - ამოცნობილია, - გამოაცხადა ქირონმა.   ყველამ დამიჩოქა, თვით არესის ბავშვებმაც უხალისოდ მოიყარეს მუხლი ჩემ წინაშე.   - მამაჩემი? - დაბნეულმა ვიკითხე. ...

სიყვარულისა და სიკვდილის თამაში

"სიკვდილმა ბავშვს ყურში ჩასჩურჩულა: - ოდესმე ყველა, ვინც გეყვარება, მოკვდება. ყველაფერი, რაც გეყვარება, დაინგრევა. ეს არის სიყვარულის საფასური. ეს არის ერთადერთი დასასრული, რითაც ყველა, ყოველი, თითოეული ამბავი, თითოეული ისტორია სრულდება.   სიკვდილის სიტყვებმა ბავშვის კანზე გაიელვეს და შემდეგ ისე გაქრნენ, თითქოს იქ არც არასოდეს ყოფილან.   სიკვდილმა ბავშვი დასვა, მეორე ხელთათმანიც გაიძრო და ისიც ძირს დააგდო. მოგვიანებით, ხელთათმანები ბავშვის ბებიამ იპოვა, თუმცა მოხუც ქალს განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია უცხო ნივთისთვის. იფიქრა, რომ ეს ხელთათმანები თავისი იყო და მათი არსებობა აღარ ახსოვდა. ხელთათმანები ერთადერთი რამ გახლდათ, რისი მიცემაც სიკვდილს შეეძლო ბავშვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ათასწლეულთა განმავლობაში სიკვდილს უამრავი ვინმე წაეყვანა და მომდევნო ათასწლეულებში გაცილებით მეტს წაიღებდა."-მართა ბროკენბრო

აჩრდილის ამბორი

" - მშვიდობით,- ვუთხარი მას, - მადლობა დახმარებისთვის... მე... მომენატრები.    მისი გამოსახულება სულ უფრო გაფერმკრთალდა, გვერდით ჩავლისას მის სახეზე ღიმილი შევნიშნე, ის ეშმაკური და ხალისიანი ღიმილი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. მისი სიკვდილის შემდეგ პირველად, მეისონზე ფიქრი აღარ მთრგუნავდა. მომენატრებოდა, მაგრამ ვიცოდი, უკეთეს სამყაროში მიდიოდა, გაცილებით უკეთეს ადგილას. დანაშაულის გრძნობა აღარ მტანჯავდა.    შევბრუნდი და ჩემ წინ გადაშლილ გზას გავხედე. ამოვიოხრე. ამ მოგზაურობას შეიძლება იმაზე მეტი დრო წაეღო, ვიდრე ვგეგმავდი.   - მაშინ, გზას გაუდექი, როუზ,- შევუძახე თავს.   გზას დავადექი. იმისთვის მივემგზავრებოდი, რომ საყვარელი მამაკაცი მომეკლა."-რიშელ მიდი

სუსხი

 "- უნდა წავიდე,- ცრემლებმა ხმა დამიმძიმა,- გამაგებინე, როდის გინდა ვარჯიშის დაწყება. და გმადლობ... საუბრისთვის.   მივბრუნდი და უცებ მომესმა მისი მკვეთრად ნათქვამი: - არა.   უკან მივიხედე:  - რა თქვი?   თვალი თვალში გამიყარა და ჩვენ შორის რაღაც თბილი, არაჩვეულებრივი და ძლიერი გრძნობით დაიმუხტა ჰაერი.   - არა, - გაიმეორა, - ტაშას არ დავთანხმდი.   - მე...- პირი დავმუწე, სანამ ყბა იატაკამდე ჩამომივარდებოდა, - კი მაგრამ...რატომ? შენს ცხოვრებაში ერთადერთი შანსი იყო. შვილი გეყოლებოდა. და ის ...ისიც...ხომ იცი, მოსწონდი...   სახეზე ღიმილის აჩრდილმა გადაურბინა: - ჰო, ასე იყო. ასეა. ამიტომაც ვუთხარი უარი. მე ვერ მივცემდი იმას, რაც მას სურდა, როცა... - რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა, - როცა ჩემი გული სხვას ეკუთვნის." რიშელ მიდი

ვამპირების აკადემია

  "-როუზ, - მითხრა ჩუმად, - არ გინდა.   თავიდან მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ თანდათან დავწყნარდი და ჩვენი შინაგანი კავშირის წყალობით გონება დამიმშვიდდა. ეს ჰიპნოზი არ იყო - ლისა ასე არასოდეს მომექცეოდა - უბრალოდ, დროულად შემაჩერა, რადგან ისედაც უიმედო უმცირესობაში ვიყავით და ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. დაძაბულობა მომეხსნა და დამარცხებული მოვდუნდი.   ჩემი დამშვიდება იგრძნო თუ არა, კაცმა ნაბიჯი გადმოდგა და ყურადღება ლისაზე გადაიტანა. მშვიდი სახე ჰქონდა. ლისას თავი დაუკრა და სიმაღლის მიუხედავად, ეს საკმაოდ გრაციოზულად გამოუვიდა.  - მე დიმიტრი ბელიკოვი ვარ,- თავი წარუდგინა. მსუბუქი რუსული აქცენტი შევატყვე,- მოვედი, რომ წმინდა ვლადიმირის აკადემიაში დაგაბრუნოთ, პრინცესა."-რიშელ მიდი

პირველი მოთამაშე, მოემზადე!

 "ცოტა ხნის შემდეგ ჩემკენ გადმოიწია და მაკოცა. ზუსტად ისეთი შეგრძნება დამეუფლა, სიმღერებსა და ლექსებში რომ არის აღწერილი. დიდებული შეგრძნება იყო. თითქოს სიამოვნების მეხი დამცემოდეს.   ცხოვრებაში პირველად გავაცნობიერე, რომ ოაზისში დაბრუნების არავითარი სურვილი არ გამაჩნდა."-ერნესტ კლაინი

ორეული

"წინ საშობაო დისკოთეკა მელოდა, შემდეგ არდადეგები მაიორკაზე, დედა და მამა ერთად. სამუდამოდ. სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც წინ მქონდა. შესანიშნავი, ამაღელვებელი სიცოცხლე. თავი გადავწიე და ხმამაღლა გავიცინე, რადგან სწორეს ის იყო ჩემი ორეული და ვაპირებდი, დავრწმუნებულიყავი, რომ თავიდან მოვიშორე."-კეთი მაკფეილი

და ვინჩის კოდი

"სიბნელეში სულების ჩურჩულივით ჩაესმა ლენგდონს დავიწყებული სიტყვები. წმინდა ბარძიმის ძიება არის მისწრაფება იმისკენ, რომ მუხლი მოიყარო მარიამ მაგდალელის ძვლების წინაშე, რომ ილოცო განდევნილის ფერხთით.  უეცრად მოძალებული მოწიწებით რობერტ ლენგდონი მუხლებზე დაემხო.  წამიერად მას თითქოს ქალის ხმა მოესმა... საუკუნეების სიბრძნე... დედამიწის სიღრმიდან ამოსული ჩურჩული."-დენ ბრაუნი

მარიამ სტიუარტი

  "არასოდეს (ამაში ყველა წიგნი და გადმოცემა ტყუის) ადამიანის სიკვდილით დასჯა არ შეიძლება იყოს რომანტიკულად წმინდა და ამაღელვებელი. ჯალათის ნაჯახით სიკვდილი მუდამ საშინელი, ამაზრზენი სანახაობაა, საშინელი სასაკლაოა. პირველად ჯალათმა ააცდინა. პირველი დარტყმა კისერზე არ მოუვიდა, ყრუდ დაარტყა კეფაზე - მოწამეს დახშული ხრიალი, ყრუ კვნესა აღმოხდა. მეორე დარტყმამ ღრმად გაუჭრა კისერი, შადრევანივით იფეთქა სისხლმა. მხოლოდ მესამე დარტყმამ მოაცილა თავი სხეულს. კიდევ ერთი საშინელი წვრილმანი: როცა ჯალათმა თავს ხელი წაავლო თმაში, მაყურებელთათვის რომ ეჩვენებინა, ხელში მხოლოდ პარიკი შერჩა. თავი გადმოვარდა და მთლად სისხლში მოსვრილი კეგელის ბურთივით გრუხუნით დაგორდა ფიცარნაგზე. როცა ჯალათი მეორედ დაიხარა და ასწია, შემხედვარენი გაქვავდნენ: მათ წარმოუდგათ ( რა მოლანდება იყო) მოხუცი ქალის შეკრეჭილი, ჭაღარა თავი. ერთ წუთს საშინელებამ გააქვავა მაყურებელნი. ყველას სუნთქვა შეეკრა. სიტყვას ვერავინ სძრავდა. მხოლოდ პიტერსბოროუელი პასტორი მოეგო ბოლოს გონს და ჩახრინწული ხმით ჩაიბურტყუნა: "გაუმარჯოს დედოფალს...

ქარწაღებულნი

  "იმ სულმა, რომელიც მისი მოდგმის ადამიანებს დამარცხების უფლებას არ აძლევდა მაშინაც კი, როცა საშიშროებას პირდაპირ უცქერდნენ თვალებში, სკარლეტს თავი მაღლა ააწევინა. მას შეეძლო, რეტი დაებრუნებინა. იცოდა, რომ შეეძლო. არ არსებობდა მამაკაცი, რომელსაც, თუ გადაწყვეტდა, ხელში ვერ ჩაიგდებდა.   "ამაზე ხვალ ვიფიქრებ, ტარაში. ხვალ ყველაფერს გავუძლებ, ხვალ ვიპოვი მისი დაბრუნების გზას. ხვალ ხომ ახალი დღეა."-მარგარეტ მიჩელი

სიამაყე და ცრურწმენა

  "საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს.    ჰოდა, როცა ასეთი კაცი შენს მეზობლად ესახლება, ჯერ წესიერადაც რომ არ იცნობდე, მაინც იმას გაიფიქრებ, ჩემს ქალიშვილს ბედმა გაუღიმაო."-ჯეინ ოსტინი

სად წავიდა

 "აუდიტორია ისევ მღერის, ჩემ მაგივრად საუბარს აგრძელებს, მე კი გიტარაზე ვუკრავ და ისე ვუახლოვდები მიას, რომ თვალებში ჩავხედო. შემდეგ ისევ მისამღერს ვმღერი, მას ვუმღერი; ისიც მიღიმის და მეჩვენება, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა ხდება- სიმღერა ხელახლა იწერება, ის ახლა ბრაზით გაჟღენთილი მუდარა აღარ არის, აქ, ოთხმოცი ათასი ადამიანის თვალწინ, ის სულ სხვაგვარად ჟღერს.    ეს ჩვენი ახალი ფიცია."-გეილ ფორმანი

თუ დავრჩები

"... შემდეგ ისევ ვდუნდები, ძალა გამომაცალა იმან, რისი გაკეთებაც შევძელი, იმან, რასაც ეს ჟესტი ნიშნავდა... თუ მიმიხვდნენ, თუ მნიშნვნელოვნად ჩამითვალეს...    მაგრამ მერე ხვდები, რომ ადამი უფრო მეტად მიჭერს ხელს, თითქოს, ცდილობს, დამწვდეს და საწოლიდან წამომაყენოს...მესმის, როგორ სუნთქავს და დღეს პირველად მესმის ცხადში მისი ხმა. - მია- მეუბნება ადამი."-გეილ ფორმანი

ლაშარელა

   "მონგოლი სარდლის ისრით დაკოდილი ლაშას წყლული საბედისწერო და განუკურნებელი აღმოჩნდა.    ერთხელ შეხორცებულმა ჭრილობამ ისევ პირი დააღო და მონგოლთა წასვლიდან ერთი წლის შემდეგ ლაშაც ლილეს გზას შეუდგა.    ჩვენ ამ შემთხვევისთვის განზრახ არ ვხმარობთ "სიკვდილს", რადგან ადამიანი თუ მართლა ერთხელ კვდება, ლაშაც უკვე იმ დღეს იყო მკვდარი, როცა ლილე დაკარგა."-გრიგოლ აბაშიძე

შიკრიკი

"- მივაღწიე იქამდე, სადაც ის არის,- თქვა ლიდერმა, როცა ხმის ამოღება შეძლო.  - იცოდა, რომ იქ ხარ? შეეძლო, შენი იქ ყოფნა ეგრძნო? ლიდერმა თავი გააქნია:  - არა. იმისთვის, რომ ჩემი იქ ყოფნა გაეცნობიერებინა, მეტი ენერგია დამჭირდებოდა. ძალიან შორს არის და ტყეც ხშირი და ძნელად გასაღწევია ახლა. მატის უეცრად გონება გაუნათდა:  - ლიდერო, როგორ ფიქრობ, შეიძლება, რომ ორი უნარი შეერთდეს? ლიდერი, რომელიც ისევ მძიმედ სუნთქავდა, მატის მიაჩერდა:  - რას გულისხმობ?  - დარწმუნებული არ ვარ... მაგრამ... რა მოხდება, ნახევარი გზა შენ რომ გაგევლო, ნახევარი- იმას? ასე სადღაც შუაში შეხვდებოდით თქვენ-თვენი უნარებით და შენთვის ნახევარი გზის გავლა ასე ძნელი აღარ იქნებოდა. ამჯერად ლიდერს თვალები დახუჭული ჰქონდა:  - არ ვიცი, მატი. ბიჭი დაელოდა, მაგრამ ლიდერს აღარაფერი უთქვამს. ცოტა ხნის შემდეგ მატი შეფიქრიანდა, ხომ არ ჩაეძინაო.  - ფროლიკ! - ლეკვმა გაიღვიძა, შეირხა და ბიჭთან მივიდა.  - ლიდერო, - თქვა მისკენ დახრილმა მატიმ, - უნდა წავიდე. ბრმის ქალიშვილი მ...

ლურჯის ძიება

"- ვიცი, რომ ქმარი ვერ გეყოლება შენი კოჭლობის გამო, -უთხრა ხმადაბლა, მობოდიშების კილოთი.  -ეგ არაფერია,-გაამხნევა კირამ. მატმა ძლიერად მოქაჩა სახელოზე: - მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ის სხვა ადამიანები, აი, ის, დამტვრეულები, ისინი ქორწინდებიან ხოლმე. იქ მე ვნახე ერთი ბიჭი, ორმარცვლიანი, არც დამტვრეულია და არაფერი, დაახლოებით შენხელა. ნიძლავს ჩამოვდივარ, რომ შეგეძლო, ცოლად გაყოლოდი იმას და საზეიმო ხმით დაამატა, - თუ გინდა.   კირამ გულში ჩაიკრა. - გმადლობ, მატ, - უპასუხა ჩურჩულით,- არ მინდა. - საოცრად ლურჯი თვალები აქვს,- თქვა მატმა განსაკუთრებული ინტონაციით, თითქოს ეს შეიძლებოდა, გადამწყვეტი ყოფილიყო."-ლუის ლოური

გამღები

"-მამა, დედა, - ფრთხილად დაიწყო ჯონასმა ვახშმის შემდეგ, - რაღაც მინდა გკითხოთ.  -რაო, ჯონას? -ჰკითხა მამამ.    შეცბუნებისაგან სახეალეწილი სიტყვების წარმოსათქმელად მოემზადა. მთელ გზაზე ფლიგელიდან შინისაკენ ამ სიტყვებს იმეორებდა, მაგრამ ახლა მაინც ძლივს ამოთქვა:  - მე გიყვარვართ? ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. მერე მამამ ჩაიცინა:  - ამას შენ ამბობ, ჯონას? გეთაყვა, გთხოვ, სიტყვა ზუსტად შეარჩიე!  - რას გულისხმობ?- ჰკითხა ჯონასმა, რომელიც ასეთ პასუხს არ ელოდა.  - მამაშენი გულისხმობს, რომ შენ გამოიყენე ძალზე განზოგადებული სიტყვა, მეტისმეტად უაზრო, თითქმის უკვე არქაული,- დელიკატურად აუხსნა დედამ.    ჯონასი მშობლებს მიაშტერდა: უაზრო? აქამდე ამ ხსოვნასავით აზრიანი არასოდეს არაფერი უგრძნია.  - და, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება ვერ იარსებებს, როგორც საჭიროა, თუ ადამიანები მართებულად არ იმეტყველებენ. შეგეძლო გეკითხა: "შემხარით?" პასუხია "დიახ",- თქვა დედამ.  - ან: "გეამაყებათ თუ არა ჩემი მიღწევები?" და ჩვენ გულწრფელად გ...

სიყვარულის ორმოცი წესი

"-...აჰა, ისმინე წესი მეორმოცე...-წამოიწყო ელამ ჩურჩულით:-"უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი- ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება."-ელიფ შაფაქი

დასაბამი

   "ჯაელ, ისინი კოსმოსურ ხომალდებს იმპერიისაგან იღებენ. ბრიყვივით პირს ნუ დააღებთ. დიახ, მე ვთქვი იმპერიისგან! ის კვლავაც არსებობს. აქ, პერიფერიაში, მას ბოლო მოეღო, მაგრამ იქ, გალაქტიკის ცენტრში, დიახაც, ცოცხალია და საღ-სალამათი. ჩვენი ერთი არასწორი ნაბიჯი და კისერზე დაგვაჯდება. სწორედ ამიტომ უნდა ვიყო მერი და უზენაესი ქურუმი ერთდროულად. მხოლოდ მე ვიცი, როგორ უნდა ვძლიოთ ამ კრიზისს.    ჯაელმა ნერწყვი გადაყლაპა. - როგორ? რა უნდა გავაკეთოთ? -არაფერი.    ჯაელმა ალმაცერად გაიღიმა. -ნუთუ? ეს როგორ?    მელოუს პასუხი ერთობ კატეგორიული იყო. -როდესაც "დასაბამის" მმართველი გავხდები, არაფერს გავაკეთებ. ასი პროცენტით არაფერს და სწორედ ესაა ამ კრიზისის საიდუმლოება."-აიზეკ აზიმოვი

არ ილაპარაკო

  " - შენ ვინ ხარ?    ბიჭმა პირი იბრუნა და წავიდა. ჩონსის სურდა გაჰყოლოდა, მაგრამ ფეხი ვერ დაძრა. ამ დროს ძირს დაჩოქილმა ბიჭის შიშველ ზურგზე ორი გრძივი იარა შეამჩნია, რომლებიც ბოლოსკენ ერთდებოდა და V-ს ფორმას იღებდა.    -ეს შენ ხარ, დაცემული!- აღმოხდა ჰერცოგს.- ფრთები მოგაჭრეს, ხომ ასეა? ბიჭი თუ ანგელოზი, უკან აღარ მობრუნებულა. თუმცა ჩონსის აღარც სჭირდებოდა მისი დასტური.    -და სამსახური!- იყვირა მან,- რომელსაც შევასრულებ... მინდა ვიცოდე, რა უნდა გავაკეთო!    პასუხად ბიჭის სიცილი გაისმა."- ბეკა ფიცპატრიკი

დელირიუმი

"სიყვარული, ყველაზე მომაკვდინებელი ყველა მომაკვდინებელ სენთაგან. კვდები მაშინაც, როდესაც გიყვარს და მაშინაც, როცა უსიყვარულოდ ცოცხლობ."-ლორენ ოლივერი

შუშის ტახტი

   "სულ თოთხმეტი მცველი, და კაპიტანი. შავ უნიფორმებზე ოქროსფერი სამეფო ემბლემა ჰქონდათ ამოქარგული. ესენი მეფის ოჯახის პირადი მცველები იყვნენ: ულმობელი, სწრაფი ჯარისკაცები, რომლებსაც ბავშვობიდან წრთვნიდნენ, რათა დაეცვათ და დაეხოცათ. სელენამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა. თავბრუ ეხვეოდა და მთელ სხეულში სიმძიმეს გრძნობდა. დარბაზს თვალი მოავლო და წითელი ხისგან დამზადებულ მდიდრულ ტახტზე ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი დაინახა. ოთახში მყოფებმა მუხლი მოიყარეს და სელენას თითქოს გული გაუჩერდა.         ის ადარლანის ტახტის მემკვიდრის წინ იდგა."-სარა ჯ. მაასი

ონლაინგოგო

   "ამრიგად, ამ ბლოგზე გამოქვეყნებული ბოლო ჩანაწერის დასრულებამდე, მხოლოდ ერთი სათქმელი დამრჩა.    ყოველ ჯერზე, როცა ინტერნეტში რამეს აქვეყნებთ, არჩევანის წინაშე დგახართ.    თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციით, მსოფლიოში არსებული ბედნიერების ან განვრცობა ან შემცირება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.    ონლაინგოგოს დარეგისტრირების ჩემი მიზანი ბედნიერების განვრცობა იყო. და მცირე ხნის განმავლობაში გეგმას არცთუ უშედეგოდ ვახორციელებდი.    ასე რომ, სამომავლოდ, როცა პოსტის, კომენტარის, სტატუსის დაწერას ან ლინკის გაზიარებას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: განვავრცობ თუ არა მსოფლიოში არსებულ ბედნიერებას?  და თუ პასუხი უარყოფითი აღმოჩნდება, ძალიან გთხოვთ წაშალეთ. მსოფლიოში ისედაც საკმარისი მწუხარებაა. თქვენგან დამატება აღარ სჭირდება."-ზოი საგი

ბუნებრივები

  "შენ აირჩიე და აირჩიე კარგად. შესაძლოა, იგი სწორედ ის იყოს, ვინც შეგაჩერებს. შესაძლოა, იგი სხვა იყოს. შესაძლოა იგი საკმარისი აღმოჩნდეს.    ერთადერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ იგი განსაკუთრებულია.    შენ გგონია, რომ საქმე მის თვალებშია-არა უფერულ, ყინულოვან, გამჭვირვალე, ცისფერ თვალებში; არა წამწამებში, არა თვალის ჭრილში და არც იმაში, რომ სულაც არ სჭირდება კონტურული ფანქარი იმისთვის, რომ თვალებს კატის თვალების შესახედაობა მისცეს. არა. ეს ისაა, რაც ამ ყინულოვანი ცისფერი თვალების უკან იმალება, რაც ყველასგან დამალულია. შენ მას ყოველთვის გრძნობ, როგორც კი მას მზერას უსწორებ. გრძნობ თავდაჯერებულობას, გრძნობ ცოდნას. თვალებში ანთებულ ამ იდუმალ ცეცხლს იმისთვის იყენებს, რომ ყველა დაარწმუნოს, თითქოს ყველაფრის საქმის კურსშია. იქნებ იგი...    იქნებ იგი მართლაც ხედავს უხილავს, იქნებ მან მართლაც იცის საგანთა არსი, იქნებ იგი მართლაც არის ის ყველაფერი, რადაც თავს აცხადებს, და გაცილებით მეტიც. მაგრამ, როდესაც მას უყურებ და მის თითოეულ ჩასუნთქვა-...

სხვა უდაბნოს საიდუმლო

   "მიწა წარმავლობისა და ცვალებადობის სიმბოლოა, ცა- მარადისობის. სიყვარულიც ცას ჰგავს, მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული.     სანამ მონატრებისგან შეშლილი მაჯნუნი თავის ლეილს ეკვროდა, სადღაც, ბნელ ცაში, კოსმოსურ ღრუბელთა კუმშვაში იბადებოდნენ ასთვალა ვარსკვლავები."-ია კარგარეთელი